ორის მარკეტი - ორისი

ორგანიზაციის მართვის კომპიუტერული სისტემები

+995 32 260 43 43

ka en

ორის მარკეტი

სისტემის ძირითადი შესაძლებლობები და მომსახურება:

"ორის მარკეტი" არის ორის მენეჯერთან დაკავშირებული საცალო და საბითუმო რეალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც განკუთვნილია მაღაზიებისა და დისტრიბუტორებისთვის.

"ორის მარკეტში" რეალიზებულია მიწოდების, შეკვეთის, ანგარიშსწორების, საქონლის მობრუნების, საცალო გაყიდვის ოპერაციები. "ორის მარკეტში" შესრულებული ოპერაციები ექსპორტირდება და იგზავნება "ორის მენეჯერში", ხოლო "ორის მენეჯერიდან" - "ორის მარკეტში" იმპორტირდება სასაქონლის, მომსახურებებისა და ორგანიზაციების სიები.მონაცემების ურთიერთ გაცვლა შეიძლება განხორციელდეს როგორც ფაილების გაცვლით, ასევე ელ-ფოსტითაც.

"ორის მარკეტის" მომხმარებელს შეუძლია ნახოს ორგანიზაციების დავალიანება, სასაქონლო ნაშთები, შემოსული და გასული თანხები და სხვა ანალიზური ინფორმაცია.

"ორის მარკეტი" მრავალმომხმარებლიანი სისტემაა, რომელშიც შესაძლებელია თითოეულ მომხმარებელის განესაზღრის კონკრეტული ოპერაციის შესრულების უფლებები. მუშაობენ დისტრიბუტორები და მაღაზიები.

მომსახურება:

  1. კონსულტაციები (Hot Line)
  2. ვერსიების განახლება.
  3. პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება დაკვეთით