ორის ბუღალტერია 7-ის ფასები - ორისი

ორგანიზაციის მართვის კომპიუტერული სისტემები

ka en

ორის ბუღალტერია 7

სისტემის ძირითადი შესაძლებლობები

სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის შეუზღუდავი რაოდენობის მონაცემთა ბაზების გაძღოლა

მონაცემთა ბაზების ტრანსპორტირება და ძველი ვერსიებიდან კონვერტირება

მრავალენოვანი მონაცემთა ბაზა

ანგარიშთა გეგმა, ვალუტის დასახელებები, საცნობარო ინფორმაცია და ა.შ. (ქართული, ინგლისური, რუსული)

მრავალენოვანი ინტერფეისი

ქართული, ინგლისური, რუსული

ინფორმაციის შენახვა უნიკოდში და კლავიატურის KA განლაგება

ერთი და იგივე მონაცემთა ბაზასთან მომხმარებლების ერთდროული მუშაობა

როგორც ლოკალურ ასევე გლობალურ ქსელში (VPN, Terminal )

მომხმარებლების უფლებები

როგორც ინტერფეისის ასევე მონაცემებზე წვდომის განსაზღვრა

ბუღალტრული და მენეჯერული აღრიცხვის ერთდროული თანხლება

მენეჯერული ოპერაციების შესრულება იწვევს მათი შესაბამის ბუღალტრული გატარებების ავტომატურ შესრულებას

შედეგების უწყისებში ჩაბურღვის (დეტალიზაციის) მექანიზმი

მიღებული შედეგის პირველწყაროზე და შემსრულებელზე გასვლა

შედეგების უწყისებში არჩეული პერიოდის დახლეჩა

წლის, კვარტალის, თვის და ა.შ მიხედვით

მონაცემთა ბადეებში ინფორმაციის ფილტრაცია, დალაგება და დაჯგუფება

ინფორმაციის ექსპორტი

ექსელი (xlsx), ტექსტური (txt), მძიმით გამოყოფილი მნიშვნელობები (csv) და მეხსიერების ბუფერი

ინფორმაციის იმპორტი

xlsx, txt, csv ტიპის ფაილებიდან და მეხსიერების ბუფერიდან, როგორც დამატების ასევე ინფორმაციის ჩანაცვლების შესაძლებლობით

ინფორმაციის პაკეტური კორექტირება

მონაცემთა ბაზაში ბინარული დოკუმენტების დამახსოვრება

სხვადასხვა სახის დოკუმენტების, ხელშეკრულებების, პირადი საბუთების და ა.შ.(doc, xls, pdf ფაილების) შენახვა და დაკავშირება ოპერაციებთან, საგნებთან და დებიტორ/კრედიტორებთან.

მომხმარებლის მიერ შესრულებული მოქმედებების სრული ჟურნალიზაცია

მონაცემთა ბაზის თითოეული ჩანაწერისთვის ხორციელდება ინფორმაციის დამახსოვრება, რომელმა მომხმარებელმა, რა დროს დაამატა, ჩაასწორა ან წაშალა ჩანაწერი, მისი სრული მნიშვნელობების შენახვით.

ჩაშენებული პროგრამირების მაკრო ენა

რომლითაც მომხმარებელს შეუძლია ააწყოს საკუთარი ოპერაციები, რეპორტები, ინფორმაციის ექსპორტი, იმპორტი და ა.შ

ბიზნეს და ინტერფეისის ობიექტების ბიბლიოთეკები

გამოიყენება API პროგრამირებისთვის

online და offline კავშირები

შემოსავლების სამსახურთან, ხაზინასთან, ბანკებთან

ბუღალტერია

იურიდიული პირის ტიპის მიხედვით სხვადასხვა ანგარიშთა გეგმის თანხლება

საჯარო, სამეწარმეო, მიკროსაფინანსო

ბუღალტრული ოპერაციების T ტიპის ჩანაწერებით აღრიცხვა

როგორც ფინანსური ასევე საგნების რაოდენობების აღრიცხვით (ჩამოწერის FIFO/LIFO/Avarge მეთოდების გამოყენებით)

ოპერაციების დაკავშირება ერთმანეთთან

ღირებულების ცენტრების თანხლება

საწყობების, საგნების ადგილმდებარეობის, მაღაზიების და ა.შ.

ღირებულების ცენტრების ჯგუფების თანხლება

საგნების საერთო თვითღირებულების თანხლებისთვის

ღირებულების ერთეულების თანხლება

შემოსავლებისა და ხარჯების კატეგორიების აღრიცხვა

ორმაგი სააღრიცხვო(ბაზური) ვალუტა.

ბუღალტრული ანგარიშების ნაშთების გადაფასება ორივე სააღრიცხვო ვალუტის მიმართ
ნაერთი შედეგების მიღება ორივე სააღრიცხვო ვალუტის მიხედვით

საბუღალტრო ოპერაციებში ვალუტის თანხლება

ვალუტის კურსის ფიქსირება და ნომინალური თანხების მიხედვით ორივე სააღრიცხვო ექვივალენტების აღრიცხვა

სავალუტო კურსების ავტომატური იმპორტი

კროს კურსით კურსის ავტომატური გამოთვლა მეორე სააღრიცხვო ვალუტის მიმართ და კურსების დინამიკის გრაფიკული ჩვენება

სხვადასხვა სახის მენეჯერული ოპერაციები

  • საბანკო გადარიცხვები1
  • საბანკო გადარიცხვები (უცხოურ ვალუტაში)1
  • სალაროს შემოსავლის ორდერები
  • სალაროს გასავლის ორდერები
  • პროფორმა ინვოისები
  • მიღების ოპერაციები2
  • გადატანის ოპერაციები2
  • მიწოდების ოპერაციები2,3,4
  • საცალო გაყიდვა3,4
  • ჩამოწერის ოპერაციები
  • მომწოდებლისთვის მიბრუნების ოპერაციები2
  • მყიდველისგან მობრუნების ოპერაციები2
    • 1 - ბანკში დავალების online და offline ატვირთვა
    • 2 - შემოსავლების სამსახურიდან ზედნადებების, ანგარიშ/ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტის ჩამოტვირთვა/ატვირთვა
    • 3 - საგნის გასაყიდი ფასი ფორმირდება გაყიდვის ფასის ტიპის მიხედვით
    • 4 - საგნის მიწოდებისას შესაძლებელია FEFO (First Expired First Out) მეთოდით საგნის არჩევა

სხვადასხვა სახის ბუღალტრული მაკრო ოპერაციები

  • კონვერსია/კონვერტაცია
  • ხარჯის/შემოსავლის დარიცხვის იმპორტი ექსელიდან
  • ბანკის ამონაწერის online და offline იმპორტი
  • ხაზინიდან ჩარიცხვებისა და გადარიცხვების offline იმპორტი
  • ჩარიცხული ავანსის დღგ-ს თანხლება
  • შემოსავლების სამსახურის დოკუმენტების შედარება ორის ბუღალტერიის დოკუმენტებთან
  • ბალანსგარეშე ანგარიშებზე პასუხისმგებელი პირების თანხლება
  • ვალუტის კურსის გასწორება და ეკვივალენტური სიდიდეების გადათვლა
  • თვითღირებულების გასწორება. ჩამოწერის თანხის გადათვლა რაოდენობის მიხედვით
  • ნაშთების გადაფასება
  • დებიტორების/კრედიტორების ნაშთების გადახურვა
  • მოგება/ზარალის გადახურვა
  • და ა.შ.

ბუღალტრული შედეგები

შედეგების მიღება შესაძლებელია თარიღის/დიაპაზონის, ვალუტის, ნაერთი (ორივე სააღრიცხვო) ვალუტის, ღირებულების ცენტრის, ღირებულების ერთეულის მიხედვით:

  • ნაშთები
  • ბრუნვები
  • ერთი ანგარიშის ყველა ნაშთი
  • ჟურნალ ორდერი1
  • ფულადის სახსრების მოძრაობა1
  • მემორიალი
  • დებიტორ/კრედიტორები
  • დებიტორ/კრედიტორების ბრუნვები1
  • საცდელი ბალანსი
  • მოგება/ზარალი1
  • ინვოისის საგნები და ხარჯები
  • FIFO/LIFO მეთოდით ჩამოწერილი საგნები
  • გადახდების ანალიზი, ბრუნვების გადაფასებით
    • 1 - შესაძლებელია არჩეული ბრუნვის პერიოდის დახლეჩა (წლებად, კვარტალებად, თვეებად და ა.შ.)

მენეჯერული აღრიცხვა

საგნების აღრიცხვა

  • საქონელი, ძირითადი საშუალებები, მომსახურებები.
  • თითოეული საგნისთვის სხვადასხვა ერთეულების და მათ შორის კავშირების თანხლება.
  • ვარგისიანობის ვადა.
  • გაყიდვის ფასი, გაყიდვის ვალუტა, გაყიდვის ერთეული.
  • და ა.შ.

გაყიდვის ფასების თანხლება

  • ფასების ტიპების განსაზღვრა
  • საგნებისთვის ფასების მიკუთვნება ტიპების მიხედვით
  • ღირებულების ცენტრებისთვის და დებიტორ/კრედიტორებისთვის ფასების ტიპების მიკუთვნება
  • ფასების ტიპების მიხედვით მიწოდების მენეჯერულ ოპერაციაში და საცალო გაყიდვაში ფასების ავტომატური ფორმირება

მენეჯერული ოპერაციები

  • პროფორმა ინვოისები
  • მიღების ოპერაციები1
  • გადატანის ოპერაციები1
  • მიწოდების ოპერაციები1,2,3
  • საცალო გაყიდვა2,3
  • ჩამოწერის ოპერაციები
  • მომწოდებლისთვის მიბრუნების ოპერაციები1
  • მყიდველისგან მობრუნების ოპერაციები1
    • 1 - შემოსავლების სამსახურიდან ზედნადებების, ანგარიშ/ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტის ჩამოტვირთვა/ატვირთვა
    • 2 - საგნის გასაყიდი ფასი ფორმირდება გაყიდვის ფასის ტიპის მიხედვით
    • 3 - საგნის მიწოდებისას შესაძლებელია FEFO (First Expired First Out) მეთოდით საგნის არჩევა

მენეჯერული შედეგებიი

  • საგნების ნაშთები ღირებულების ცენტრების (საწყობების, ადგილმდებარეობების, მაღაზიების ...) მიხედვით
  • საგნების ბრუნვები (მენეჯერული ოპერაციების მიხედვით), მოგება/ზარალი, მარჟა
  • მენეჯერული გატარებების სია
  • საგნები მენეჯერულ და ბუღალტრულ გატარებებში
  • და ა.შ.

ძირითადი საშუალებები

ძირითადი საშუალებების აღრიცხვა

  • ცვეთის დარიცხვის მეთოდები და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა სიდიდეები
  • წარმოების, მიღების, ექსპლუატაციაში შესვლის და სხვა თარიღები
  • და ა.შ.

ძირითადი საშუალებების თანხლების ოპერაციები

  • ცვეთის დარიცხვა
  • გადაფასება
  • დაშლა / აწყობა
  • მენეჯერული და ბუღალტრული ინფორმაციისა მთლიანობის შემოწმება
  • და ა.შ.

ხელფასი

თანამშრომლების აღრიცხვა და ხელფასის დარიცხვები

თანამშრომლების ინფორმაციისა და თვეების მიხედვით ხელფასების დარიცხული სიდიდეების აღრიცხვა

ხელფასის სხვადასხვა უწყისების თანხლება

თითოეული უწყისისთვის შესაბამისი მაკრო ოპერაციის განსაზღვრა და საჭიროებისამებრ ალგორითმის ჩასწორება

ხელფასის გამოთვლა

დათვლილი უწყისების აკუმულირება არქივში

შედეგები

  • დარიცხვის ფორმა
  • ხელფასის ფორმა
  • თანამშრომლის ბარათი
  • პრემიის ფორმა
  • ხელფასის განაცემთა ინფორმაცია
  • საპენსიო დეკლარაცია

წარმოება

წარმოების დიზაინი

წინასწარ განსაზღვრული პროდუქციისა და შესაბამისი მასალების, ზედნადები ხარჯებისა და მომსახურების აღწერა

ღირებულების მატარებელი

არაპირდაპირი ხარჯების აღწერა, მათი ღირებულების პროდუქციაზე პროცენტული გადანაწილების მიზმით

წარმოების შესრულება

წარმოების ასახვა ბუღალტრულ ოპერაციებში. მასალების ჩამოწერა და მათი თვითღირებულების, ზედნადები ხარჯების, მომსახურებისა და არაპირდაპირი ხარჯების აკუმულირება პროდუქციის ღირებულებაში.

წარმოების შედეგები

მასალების, ზედნადები ხარჯების, ხელფასების სრული სია დიზაინში, დაგეგმვაში და შესრულებაში

დაგეგმილი მასალებისთვის ნაშთების შედარება არსებულ ნაშთებთან

დაგეგმილი და წარმოებული მასალების შედარება

დაგეგმილი და წარმოებული პროდუქციის შედარება