ორის ბუღალტერია 7 არის ახალი, ორის ბუღალტერია 5-თან შედარებით განვითარებული პროგრამული პროდუქტი. ის შექმნილია ახალ პლატფორმაზე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით. მასში დამატებულია ტექნოლოგიური და ფუნქციონალური სიახლეები, ასევე ახალი ლიცენზიის ტიპები.
ორის ბუღალტერია 7-თან სამუშაოდ არ არის საკმარისი მხოლოდ ორის ბუღალტერია 5-ის ლიცენზია. თუ ფლობთ ორის ბუღალტერია 5-ის ლიცენზიას განახლების უფლებით, შეგიძლიათ კომპანია „ორისიდან“ დამატებითი ანაზღაურების გარეშე მიიღოთ ახალი ორის ბუღალტერია 7-ის ლიცენზიაც, ამის შემდეგ ერთი გასაღებით ორივე პროგრამით შეძლებთ მუშაობას, თუ თქვენი გასაღები თავასებადია ორის ბუღალტერია 7-თან.
იხილეთ ელექტრონული გასაღებების თავსებადობა ორის ბუღალტერია 7-თან.| ორის ბუღალტერია 5 | ორის ბუღალტერია 7 |
|---|---|
| საბუღალტრო განსხვავებები | |
| ოპერაციები ინახება ორმაგი გატარების სახით | ოპერაციები ინახება T ოპერაციის სახით. აღარ არის საჭირო ტრანზიტული ანგარიშების გამოყენება საწყობებს/პროექტებს შორის ბრუნვისთვის და ანალიტიკასთან დაკავშირებული მოქმედების შესასრულებლად. |
| ბალანსგარეშე გატარება ორმაგი გატარების სახით | T ოპერაციაში ერთი გატარების ჩანაწერით. არ საჭიროებს დაბალანსებას. |
| ერთი ბაზური (სააღრიცხვო)ვალუტა | ორი ბაზური(სააღრიცხვო)ვალუტა. ფინანსური ანალიზი (კონსოლიდაცია) არა მარტო ლარში არამედ სხვა (მაგ USD ან EUR) ვალუტაში ისტორიული კურსით აღრიცხული ექვივალენტების მიხედვით. ანგარიშების ნაშთების გადაფასება ორივე სააღრიცხვო ვალუტის მიმართ |
| თვითღირებულება თითოეული საწყობის მიხედვით | თვითღირებულება როგორც თითოეული, ასევე ჯგუფური ღირებულების ცენტრის (საწყობის) მიხედვით. შესაძლებელია საგნის საერთო თვითღირებულების თანხლება, მაგალითად საბაჟოზე ან რეგიონში მდებარე რამდენიმე საწყობში. |
| საქონელს, ორგანიზაციებს და სისტემის პარამეტრებს არ აქვს მახასიათებელი [დღგ-ს ტიპი] | სისტემის მფლობელ ორგანიზაციას, საგნებს, დებიტორ/კრედიტორებს აქვთ [დღგ-ს ტიპი], რომლის საშუალებითაც მენეჯერული ოპერაციები თვითონ განსაზღვრავენ საგნის ღირებულებიდან დღგ-ს სიდიდეების გამოთვლას და გამოყოფას. |
| სამეურნეო ოპერაციები | |
| ერთ ეკრანზე ერთი შეკითხვა | ერთ ეკრანზე ბევრი შეკითხვა. ცხრილების თანხლება დამხმარე სიებზე გასვლით. |
| ტექნიკური განსხვავებები | |
| კლავიატურის თანხლება FI განლაგებაზე | კლავიატურის თანხლება KA განლაგებაზე. არ საჭიროებს კლავიატურის დამატებითი დრაივერის ინსტოლაციას |
| Oris, Geo_times, SPLiteraturuli ფორნტების თანხლება | უნიკოდის თანხლება. არ საჭიროებს დამატებითი ფონტების ინსტოლაციას |
| Topspeed მონაცემთა ბაზა. ქსელში მუშაობის ფაილ/სერვერული ტექნოლოგია. მოსახერხებელია მონაცემთა ბაზის მიგრაციისთვის. | SQLCe და MSSQL მონაცემთა ბაზა. ქსელში მუშაობის კლიენტ/სერვერული ტექნოლოგია. ერთ კომპიუტერიან რეჟიმში SQLCe უფრო მოსახერხებელია ვიდრე Topspeed, რადგან გამოიყენება SQL ენა და მონაცემთა ბაზა განლაგებულია ერთ ფაილში. ქსელურ რეჯიმში MSSQL კლიენტ/სერვერული ტექნოლოგია უფრო მდგრადია ქსელური ხარვეზების მიმართ. |

