ორის ბუღალტერია - ორისი

ორგანიზაციის მართვის კომპიუტერული სისტემები

ka en

ორის ბუღალტერია

სისტემის ძირითადი შესაძლებლობები და მომსახურება:

  1. რამოდენიმე ფირმის ბუღალტერიის გაძღოლა
  2. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობა
  3. მრავალი მომხმარებლის (ქსელი) ერთდროულად მუშაობა
  4. სისტემაში სხვადასხვა მომხმარებლისთვის ფუნქციების განსაზღვრა და განაწილება
  5. მრავალვალუტიანობა
  6. სავალუტო კურსის ცვლილება დღის ჭრილში
  7. ავტომატური გადაფასებები სავალუტო ანგარიშებისთვის
  8. ფინანსური შედეგების მიღება სხვადასხვა ვალუტაში
  9. საოპერაციო და ანალიზური პერიოდის ცვლილების საშუალება
  10. პროექტები¸ ქვეპროექტები და მათი კონსოლიდაცია
  11. ანგარიშთა გეგმის (ძველი¸ საერთაშორისო და საბიუჯეტო) გაძღოლა
  12. საბუღალტრო გატარებები (სხვა გატარებებთან დაკავშირების შესაძლებლობა)
  13. სამეურნეო ოპერაციის და პირველადი საბუთების აღწერის შესაძლებლობები და სიმარტივე
  14. გატარებებისა და სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაცია შემსრულებლითა და თარიღით
  15. საგადასახადო ფორმების ავტომატური მიღება
  16. უწყისების მიღება ბრუნვის ნებისმიერი დიაპაზონისთვის
  17. ნაშთები¸ ბრუნვები¸ ანგარიშის ბარათები¸ ჟურნალ-ორდერები¸ ჭადრაკული უწყისები
  18. ინფორმაციის ფილტრაციის შესაძლებლობა
  19. პირველადი და გამომავალი სტანდარტული და არასტანდარტული ფორმების აწყობის საშუალებები უნიკალური პიქტოგრამული რედაქტორის გამოყენებით
  20. რაოდენობრივი აღრიცხვა
  21. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და მასთან დაკავშირებული ოპერაციები (ცვეთა¸ აფასება¸ ჩამოწერა)
  22. ხელფასის უნივერსალური ქვესისტემა (დარიცხვების ავტომატური გატარებებით)
  23. ინვოისების მართვა
  24. შედეგების გრაფიკული სახით წარმოდგენა
  25. სამენოვანი (ქართულ-რუსულ-ინგლისური) ინტერფეისი
  26. სტანდარტულ პროგრამულ პაკეტებთან ინფორმაციის გაცვლა (მაგ.EXCEL)
  27. ძებნის სისტემის სიმარტივე და სიმძლავრე

* მრავალი მომხმარებლის (ქსელი) ერთდროულად მუშაობა

სისტემასთან მუშაობა შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე მომხმარებელს. თითოეულ მათგანს შესაძლებელია განესაზღვროს გარკვეული ფუნქციები. მაგალითად¸ ზოგიერთი მომხმარებელი შეასრულებს მხოლოდ გატარებებს¸ ზოგიერთი - ხელფასის უწყისებს¸ ზოგი კი დააფორმირებს მხოლოდ ბალანსებს, ბარათებს, სხვადასხვა ფორმებს. შესაძლებელია ფუნქციების, როგორც გადაკვეთა, ასევე აკრძალვა.


* მრავალვალუტიანობა

სისტემაში თითოეული ანგარიში ითვლება მულტისავალუტოდ¸ ანუ სავალუტო ანგარიშის არსებობას განსაზღვრავს შესაბამის ანგარიშზე სავალუტო ოპერაციები. აქედან გამომდინარე შესაძლებელია მიღებულ იქნას ნაშთები¸ ბრუნვები¸ ანგარიშის ბარათები და სხვა უწყისები¸ როგორც თითოეული ვალუტის¸ ასევე ნაერთი უწყისის სახით ლარში ან სხვა ვალუტის ექვივალენტში.


* ავტომატური გადაფასებები სავალუტო ანგარიშებისათვის

სისტემა უზრუნველყოფს სავალუტო ანგარიშების ავტომატურ გადაფასებას შესაბამისი გატარებების ავტომატური შესრულებით. ამ მოქმედების შესასრულებლად საკმარისია სისტემას მიეთითოს ვალუტა¸ მისი კურსი და გადაფასების გატარებისთვის აუცილებელი ანგარიში. სისტემა უზრუნველყოფს ავტომატური გადაფასების ხელმეორედ შესრულებას სავალუტო ოპერაციის ან კურსის შეცდომით მითითების შემთხვევაში.


* საოპერაციო და ანალიზური პერიოდის ცვლილების საშუალება

სისტემა საშუალებას იძლევა გატარებები ან ოპერაციები შესრულდეს¸ როგორც არჩეულ ბრუნვის პერიოდში¸ ასევე წარსულში და მომავალშიც. წარსული ოპერაციის შესრულება ან გასწორება იწვევს მოქმედების შესაბამისი სიდიდეების ავტომატურ გადათვლას. სამომავლო ოპერაციების შესრულება გამოყენება დაგეგმარებისა და სამომავლო ბიუჯეტის განსაზღვრისათვის.


* პროექტები¸ ქვეპროექტები და მათი კონსოლიდაცია

სისტემის საშუალებით შეგიძლიათ აწარმოოთ თქვენი ორგანიზაციის ფუნქციონირების სხვადასხვა მიმართულებების ფინანსური¸ ანალიზური და ეკონომიკური აღრიცხვა. ამისთვის საკმარისია თითოეულ გატარებას ან ოპერაციას მიეთითოს მიმართულების დასახელება ( პროექტის სახით) და სისტემა ავტომატიურად დაგიფორმირებთ ამ პროექტის შესაბამის ნაშთებს, ბრუნვებს, ბარათებს და სხვა ფორმებს.


სისტემას თან ახლავს საქართველოში არსებული ანგარიშთა გეგმა. მიუხედავად ამისა შესაძლებელია გახსნილი ან შესწორებული იქნას ნებისმიერი სხვა სტრუქტურის ანგარიში. ანალიზური აღრიცხვისთვის შესაძლებელია თითოეულ ანგარიშს გაეხსნას სუბანგარიშები¸ რომელთა ჩადგმულობის დონე მომხმარებლის მიერ განისაზღვრება და არ არის დამოკიდებული თითოეული ანგარიშის ტიპსა თუ დანიშნულებაზე.


* საბუღალტრო გატარებები (სხვა გატარებებთან დაკავშირების შესაძლებლობა)

გატარების შესასრულებლად სისტემას უნდა მიეთითოს გატარების შესრულების თარიღი¸ მემორიალის ნომერი¸ პროექტის დასახელება¸ სადებეტო და საკრედიტო ანგარიშები¸ თანხა¸ ვალუტა¸ გატარების საფუძველი¸ თუ საჭიროა რაოდენობა ანალიზური აღრიცხვისთვის. გატარების შესრულებასთან ერთად შესაძლებელია ნებისმიერი პირველადი დოკუმენტის დაბეჭდვა, დასაბეჭდ დოკუმენტში აუცილებელი სიდიდეების ავტომატური ჩასმით. თითოეული ეს მოქმედება ფიქსირდება გატარებების ჟურნალში, რომლის ნახვა, გაფილტვრა და ბედვა შესაძლებელია ბრუნვის ნებისმიერი პერიოდისათვის.


* სამეურნეო ოპერაციის და პირველადი საბუთების აღწერის შესაძლებლობები და სიმარტივე

სისტემა შეიცავს ოპერაციების აღწერის ინსტრუმენტალურ საშუალებას. ისევე როგორც გამომავალი ფორმების გენერატორი¸ ისიც აღჭურვილია ოპერაციების აგების პიქტოგრამული საშუალებებით (ფუნქციონალური ღილაკებით)¸ რომელთა საშუალებითაც მიიღწევა არა მარტო საბუღალტრო ოპერაციის აღწერა¸ არამედ ნებისმიერი ალგორითმი¸ რომელსაც უნდა უზრუნველყოფდეს აღსაწერი ოპერაცია. ოპერაციის აღწერაში შეიძლება გამოყენებული იქნას ციკლები და გადასვლები¸ ფორმულების გამოთვლები¸ სხვადასხვა დინამიური თუ სტატიკური ინფორმაციის განსაზღვრა და ა.შ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა ოპერაციას შეიძლება დაერთოს ნებისმიერი რაოდენობის პირველადი თუ ანალიზური დოკუმენტის დინამიური ფორმირება. ეს უკანასკნელი კი ათავისუფლებს სისტემის მომხმარებელს შესასრულებელი ოპერაციის შესაბამისი ბლანკებისა და სხვა ფორმების შევსებისგან. ყოველივე ზემოთ აღწერილი მიიღწევა სპეციალიზირებული პროგრამირების ენის გამოყენების გარეშე¸ პიქტოგრამების გამოყენებით¸ ამიტომ ოპერაციებისა და ნებისმიერი დოკუმენტის აღწერა არ საჭიროებს სპეციალიზირებულ პროგრამისტულ განათლებას. ამ ფაქტორს კი მინიმუმამდე დაჰყავს საბუღალტრო ოპერაციისა და პირველადი საბუთების აღწერასთან დაკავშირებული ხარჯები.


* საგადასახადო ფორმების ავტომატური მიღება

საგადასახადო ინსპექციისა და სხვა უწყებების კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმების ავტომატური ფორმირება და ბეჭდვა.


* უწყისების მიღება ბრუნვის ნებისმიერი დიაპაზონისათვის

საკმარისია სისტემას მივუთითოთ ბრუნვის ნებისმიერი დიაპაზონი : წელი¸ კვარტალი¸ თვე ან პერიოდი თარიღიდან თარიღამდე¸ რომ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი უწყისი ( ბრუნვითი უწყისი¸ ნაშთები¸ ანგარიშის ბარათები და სხვა¸ მათ შორის არასტანდარტული უწყისები ) აცტომატურად გადაითვლება მითითებული დიაპაზონისათვის.


* რაოდენობრივი აღრიცხვა

სისტემა ერთდროულად უზრუნველყოფს¸ როგორც ფინანსურ¸ ასევე რაოდენობრივ ანალიზურ აღრიცხვას¸ რაც საშუალებას იძლევა აღვრიცხოთ საწყობის¸ რეალიზაციისა და მოწოდების სასაქონლო ოპერაციები. ამ ოპერაციების შესაბამისი ნაშთები¸ ბრუნვები და ბარათები მიიღება¸ როგორც ფინანსური, ასევე რაოდენობრივი სახით.


* პირველადი და გამომავალი სტანდარტული და არასტანდარტული ფორმების აწყობის საშუალებები უნიკალური პიქტოგრამული რედაქტორის გამოყენებით

სისტემა აღჭურვილია გამომავალი ფორმების გენერატორით (გრაფიკული რედაქტორით)¸ რომელშიც შესაძლებელია სისტემის მომხმარებლის სურვილისამებრ შეიცვალოს ან დაიხატოს ნებისმიერი დოკუმენტი. გენერატორი აღჭურვილია პიქტოგრამებით (ფუნქციონალური ღილაკებით), რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ფორმაში ობიექტების (მართკუთხედების¸ ხაზების¸ გამოსახულებების¸ სიების¸ ცვლადების და ა.შ.) შექმნა. ობიექტების შექმნა და მათი მართვა ანალოგიურია Windows ოპერაციულ სისტემაში არსებული რედაქტორებისა¸ ამიტომ გარკვეული პრაქტიკის მქონე მომხმარებლისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს აღნიშნულ გენერატორთან მუშაობა. გარდა ამისა დოკუმენტში მისათითებელი ნებისმიერი ცვლადი¸ გამოთვლებთან დაკავშირებული ფორმულები ან საბუღალტრო სიდიდეები (ნაშთები¸ ბრუნვები¸ გატარებები და ა.შ.)¸ სისტემის მართვის ქვეშ ნყოფი მონაცემთა ბაზების ან დინამიურად დაფორმირებული ნებისმიერი ცხრილის ნებისმიერი ველი გამჭვირვალეა და არ საჭიროებს მომხმარებლისგან სპეციალიზირებული პროგრამული ენის ცოდნას. ზემოთ აღნიშნული ყველა სიდიდეების ამოღება მიიღწევა პიქტოგრამების გამოყენებით¸ რასაც მინიმუმამდე დაჰყავს მომხმარებლის სინტაქსური შეცდომები და შესაბამისად რეზულტატის მიღება ხორციელდება უმოკლეს დროში.


* ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და მასთან დაკავშირებული ოპერაციები (ცვეთა¸ აფასება¸ ჩამოწერა)

სისტემა აღრიცხავს ძირითად საშუალებებს¸ რისთვისაც მიეთითება საინვენტარიზაციო ნომერი¸ წარმოებისა და ექსპლუატაციაში შესვლის თარიღები¸ საბალანსო და ნარჩენი ღირებულებები¸ ამორტიზაციისა და აფასების კოეფიციენტები¸ განყოფილება და პასუხისმგებელი თანამშრომელი და ა.შ. ამ ინფორმაციის საფუძველზე სისტემა გაძლევთ საშუალებას შეასრულოთ ცვეთის, აფასებისა და ჩამოწერის ოპერაციები, მათი შესაბამისი გატარებების ავტომატური შესრულებით.


* ხელფასის უნივერსალური ქვესისტემა (დარიცხვების ავტომატური გატარებებით)

სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზაციის თანამშრომელთა ხელფასის ანგარიშს¸ როგორც კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით¸ ასევე ორგანიზაციაში არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით. სისტემა აფორმირებს ხელფასის¸ დარიცხვისა და ცალკეული თანამშრომლის უწყისებს. შესაძლებელია უკვე დაფორმირებული უწყისების არქივიდან ამოღება ან თითოეული თანამშრომლის დარიცხვების განსაზღვრა წინა დაანგარიშებული პერიოდების მიხედვით. სისტემა საშუალებას იძლევა ხელფასის უწყისის ფორმირების შემდეგ მისი შედეგები ავტომატურად გაფორმდეს გატარებების სახით და შევიდეს მთავარ წიგნში.


* სტანდარტულ პროგრამულ პაკეტებთან ინფორმაციის გაცვლა

სისტემას საშუალება აქვს განახორციელოს მონაცემთა ექსპორტი და იმპორტი საერთო დანიშნულების პაკეტებთან ( მაგ. EXCEL,CSV ).


* ძებნის სისტემის სიმარტივე და სიმძლავრე

სისტემაში განხორციელებულია ინფორმაციის ძებნის როგორც პირდაპირი ძიების ასევე ინფორმაციის კონტექსტური ძიება წინასწარ მითითებული სიტყვის მეშვეობით. ინფორმაციის პირდაპირი ძიება განხორციელებულია იმ ცხრილებში¸ სადაც ინფორმაცია დალაგებულია გარკვეული ველის (ველების) მიხედვით, ხოლო ძიება ხორციელდება ოპერატორის მიერ საძიებო ინფორმაციის პირდაპირი აკრეფით. ყოველი აკრეფილი საძიებო სიტყვის ახალი სიმბოლო აზუსტებს მოძებნილი ინფორმაციის ლოკაციას. თუ ინფორმაცია ცხრილში წარმოდგენილია დაულაგებელი სახით¸ მაშინ ძიება საძიებო ეკრანში მითითებული სიტყვის კონტექსტური ძებნით. შესაძლებელია ძიების გაგრძელება როგორც ცხრილის ქვედა ასევე ზედა მიმართულებითაც. სისტემა აღჭურვილია ინფორმაციის ფილტრაციის სრული მექანიზმით¸ რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციების¸ ანგარიშების და სხვა ინფორმაციის ძიების კიდევ ერთ საშუალებას. ინფორმაციის ფილტრაცია ხორციელდება ცხრილში არსებული ველების მნიშვნელობების "და" და "ან" ლოგიკის გამოყენებით. საბუღალტრო ინფორმაციის ძიების განსახორციელებლად სისტემაში ჩართულია ჭადრაკული¸ დოკუმენტალური ბრუნვის¸ ანგარიშის ჟურნალისა და სხვა უწყისები¸ რომელთა არსებობა აჩქარებს მოსაძებნი თანხებისა თუ ოპერაციების ძიებას.