მოგესალმებით. კომპანია “ორისი” ატარებს ინდივიდუალურ პრეზენტაციებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის თემაზე: მარაგების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია მობილური აპლიკაციით “ორის ბუღალტერია 7”-ში. პრეზენტაცია ჩატარდება ონლაინ, Google Meet-ის მეშვეობით, სამუშაო დღეებში 11:00 საათზე. პრეზენტაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წუთი. სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე mail@oris.ge, წერილის სათაურით: “ინდივიდუალური პრეზენტაცია საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის”.
მოგვწერეთ თქვენი ორგანიზაციის დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი გვარი და მობილური ნომერი, დამსწრეების თანამდებობები და პრეზენტაციის ჩატარების სასურველი თარიღი.
პრეზენტაციის მეტი ეფექტურობისთვის, თუ შეიძლება მოგვწერეთ ისეთი საკითხები, რომლებიც აქტუალურია თქვენი ორგანიზაციისთვის მარაგების მართვის და ინვენტარიზაციის ჭრილში.